ჩვენს შესახებ
ცენტრი არის თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის მართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ნებაყოფლობითი საზოგადოება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც 2018 წლის 26 იანვარს დაფუძნდა. ცენტრის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობებია კლიენტების უწყვეტ რეჟიმში მომსახურება, დაზღვევის პოლისის რეალიზაცია და ზარალის რეგულირება. 
დირექტორის მიმართვა
2018 წლის 26 იანვრიდან ჩვენი გუნდი ოფიციალურად შეუდგა კანონით დელეგირებული საპასუხისმგებლო საქმიანობის შესრულებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენგანი სრულად ათვითცნობიერებს ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვალდებულებებს და მზად არის ნებისმიერი გამოწვევის მისაღებად.ამ მოკლე და საკმაოდ ფორსმაჟორულ პერიოდში ჩვენ გავხსენით 4 ფილიალი (სარფი, სადახლო, ყაზბეგი, წითელი ხიდი). მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და წარმატებულ შეთანხმებას მივაღწიეთ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ბანკებთან, სწრაფი გადახდის პროვაიდერებთან, ბროკერებსა და აგენტებთან, რათა პოლისის შეძენის პროცესი შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი ყოფილიყო ნებისმიერი მომხმარებლისათვის.გამორჩეულად მინდა აღვნიშნო ჩვენი ცენტრის ბიზნეს მოდელი, რომელიც უნიკალურია ამ მიმართულებით, რადგან ის აერთიანებს საქართველოში ლიცენზირებულ ყველა მზღვეველ ორგანიზაციას. ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა თანამედროვე სტილითა და ტექნოლოგიებით შემუშავებული პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ პოლისის შეძენის გამარტივებული მეთოდი. ამასთან, ზარალების დროული და სწრაფი მართვის სისტემა.მინდა მადლობა გადავუხადო ყველა დამფუძებელს (მზღვეველს), პარტნიორ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის და წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს.